პროექტებით სწავლება
Saturday, March 19, 2016
მერვე მოდულის რეფლექსია
მესვიდე მოდულში განვიხილეთ როგორ გამოვიყენოთ კითხვების დასმის სხვადასხვა ტექნიკა ასევე ყურადგება გამახვილდა პორტფოლიოს ცხრილების,დოკუმენტების შექმნაზე.მოხდა დაგეგმვა,განხილვა სასწავლო პროცესის იდების
მეცხრე მოდულის რეფლექსია
მეცხრე დღეს დავასრულეთ პროექტზე მუშაობა.მუშაობა ვისწავლეთ დრაივზე საქაღალდის ატვირთვ გავაკეთეთ უკუკავშირი.ახლანდელ ტრენინგი იყო საკმაოდ ნაყოფიერი მაღალ დონეზე ვისწავლეთ პროექტის კეთება.დიდი მადლობა ასეთი საინტერესო ტრენინგისთვის.
მეშვიდე მოდულის რეფლექსია
შევაფასეთ წყვილებში კოლეგების მიერ შედგენილი შეფასების რუბრიკები თუ რამდენად შეესაბამებოდა მოსწავლის პოზიციიდან შექმნილ საპრეზენტაციო სლაიდს.
განვიხილეთ პროექტის დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის :
განვიხილეთ პროექტის დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის :
- განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული მოსწავლეების სწავლების სწავლება , პროექტებით;
- სასწავლო პროექტი მეორე ენის შემსწავლელთათვის
- განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეთა სწავლება
მეექვსე მოდულის რეფლექსია
მეექვსე მოდული ეთმობა დაგეგმვას მოსწავლეთა წარმატებისთვის. გავეცანით ინფორმაციას სწავლის პროცესის დიფერენცირების შესახებ. კერძოდ, ვისაუბრეთ, რომ სხვადასხვა შესაძლებლობებისა და ენობრივი საფუძვლის მქონე მოსწავლეების საჭიროებების დაკმაყოფილება სპეციფიკურ სირთულეებს წარმოშობს მასწავლებლისათვის. ამავე დროს, მასწავლებელს უწევს მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებების დაკმაყოფილება, რაც, საბოლოო ჯამში, მდიდარი სასწავლო გამოცდილების მიღებას განაპირობებს მოსწავლეებისთვის.
მოსწავლეზე ორიენტირებულ გაკვეთილზე მოსწავლეები ყოველთვის არ არიან მასწავლებლის უშუალო ზედამხედველობის ქვეშ. შესაბამისად, სწავლის პროცესის წარმატებით წარმართვისათვის აუცილებელია მოსწავლეებს განვითარებული ჰქონდეთ თვითრეგულირების უნარები, რომლის განვითარებისთვის აუცილებელია განმავითარებელი შეფასებები.
მეხუთე მოდულის რეფლექსია
მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები. კერძოდ, ეფექტური და განმავითარებელი შეფასების პროცესი მოითხოვს ყურადღებით დაგეგმვასა და სისტემატურ მუშაობას. შესაბამისად, შეფასების საჭირო ფორმების მონახაზის გაკეთება და მათი დანიშნულების განსაზღვრა სასწავლო ციკლის სხვადასხვა ეტაპზე დაგვეხმარება მოსწავლეების საჭიროებებისა და პროგრესის მონიტორინგში.
მოდულის დასაწყისში მოვახდინეთ რეფლექსია გაკვეთილზე გამოყენებულ შეფასების ტიპებზე და განვიხილეთ შეფასების გეგმების ნიმუშები, რომლებიც წარმოდგენილია გზამკვლევში. გამოვავლინეთ კომპონენტები, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლის წარმატებას. მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების შედგენისას გადავხედეთ დოკუმეტს "განმავითარებელი თვითშეფასება", რომელიც განთავსებულია რესურსების ჩანართის ჯგუფში შეფასებები

მეოთხე მოდულის რეფლექსია
განვიხილეთ საპროექტო გეგმის შეფასების სისტემა , როგორც განმავითარებელი ასევე განმსაზღვრელი , პროექტის სხვადასხვა ეტაპზე: პროექტის დაწყებამდე, მუშაობის პროცესში და მუშაობის დასრულების შემდეგ.
შევიმუშავე ჩემი პროექტის შეფასების კრიტერიუმები აღნიშნულ საფეხურებზე.
შევიმუშავე ჩემი პროექტის შეფასების კრიტერიუმები აღნიშნულ საფეხურებზე.
Subscribe to:
Posts (Atom)