Saturday, March 19, 2016

მეხუთე მოდულის რეფლექსია

მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები. კერძოდ, ეფექტური და განმავითარებელი შეფასების პროცესი მოითხოვს ყურადღებით დაგეგმვასა და სისტემატურ მუშაობას. შესაბამისად, შეფასების საჭირო ფორმების მონახაზის გაკეთება და მათი დანიშნულების განსაზღვრა სასწავლო ციკლის სხვადასხვა ეტაპზე დაგვეხმარება მოსწავლეების საჭიროებებისა და პროგრესის მონიტორინგში.
მოდულის დასაწყისში მოვახდინეთ რეფლექსია გაკვეთილზე გამოყენებულ შეფასების ტიპებზე და განვიხილეთ შეფასების გეგმების ნიმუშები, რომლებიც წარმოდგენილია გზამკვლევში. გამოვავლინეთ კომპონენტები, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლის წარმატებას. მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების შედგენისას გადავხედეთ დოკუმეტს "განმავითარებელი თვითშეფასება", რომელიც განთავსებულია რესურსების ჩანართის ჯგუფში შეფასებები

No comments:

Post a Comment